ქუთაისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
კერძო სატრანსპორტო კომპანიებმა ადგილობრივი ხელისუფლების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრის შემდეგ მიიღეს დავალება, ჩაატარონ შესაბამისი სამუშაოები.
სატრანსპორტო კომპანიებს მიეცათ რეკომენდაციები ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების თაობაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოების წესების დაცვით ჩასატარებლად.
გარდა ტრანსპორტის დეზინფექციისა, ღამის საათებში მოხდა ქუჩების გადარეცხვა.