გლოვის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ დროშები დაუშვეს.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 6 აპრილს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.