ქუთაისში გაიმართა აქცია-მსვლელობა სახელწოდებით - არა სააკაშვილს, არა ბოკერიას, არა „ნაცმოძრაობას“
ქუთაისში გაიმართა აქცია-მსვლელობა სახელწოდებით - არა სააკაშვილს, არა ბოკერიას, არა „ნაცმოძრაობას“

არა სააკაშვილს, არა ბოკერიას, არა „ნაცმოძრაობას“, – ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია-მსვლელობა გაიმართა.

მონაწილეების განცხადებით, აქციის მიზანია, გაჟღერდეს მოწოდება: „ქუთაისი ნაცების გარეშე“.

მათივე თქმით, ქუთაისის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ქართულ „ქართულ ოცნებას“.

„დღევანდელი აქცია-მსვლელობის მიზანია, მოსახლეობამ გაიგოს, სად არის ერი და ბერი. წინასაარჩევნოდ ტემპერატურის ასაწევად მოვაწყობთ მსვლელობას, რომ მხარს ვუჭერთ „ქართულ ოცნებას“. 31 ოქტომბერს ყველამ უნდა დაინახოს, რომ ქუთაისის მცხოვრებთა უმეტესობა, დაახლოებით 80 პროცენტი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, შალვა ლალიაშვილმა.

აქციის მონაწილეებს მოგვიანებით პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე შეუერთდნენ.

აქციაშე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.

„დღეს თქვენ წინაშე წარდგომა დიდი პატივია. მინდა, ბიძინა ივანიშვილს ყველა ქართველის მაგივრად დიდი მადლობა გადავუხადო ამ ქალაქში ცოდნის ტაძრის მშენებლობისთვის, რადგან ასეთი ქველმოქმედება არ გვინახავს, რასაც ის საქართველოსთვის აკეთებს.

რაც შეეხება ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანს, მე ვარ სააკშვილის ცხრაწლიანი რეჟიმის მიერ განადგურებული, ბუტა რობაქიძის დედა. ჩემი სრულიად უდანაშაულო შვილი ქუჩაში დახვრიტეს.

იმიტომ ჩამოვედი, რომ სრულიად საქარველოს გავაგონო ხმა, ვინც განაწყენებულია „ქართულ ოცნებაზე“, ზეგ არის გადამწყვეტი არჩევნები და სრულიად საქართველოს ვთხოვ, გაიხსენეთ, სად ვცხოვრობდით ცხრა წლის განმავლობაში, შემოგვხედეთ განადგურებულ ოჯახებს. ეს რომ აღარ განმეორდეს და კრიმინალები არ დაბრუნდნენ სწორედ ამის მოწოდება მინდა. ყველანი მივიდეთ არჩევნებზე“, – განაცხადა ია მეტრეველმა.