ოპოზიციის წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ
ოპოზიციის წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ

„ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიის“ და „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ შტაბიდან მეტროსადგურ „ღრმაღელემდე“ მსვლელობას მართავენ.

მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, მათი მიზანი 8 ნოემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.

პარტიების წარმომადგენლები ასევე არიგებენ ფლაერებს და საზოგადოებას კვირას დაგეგმილ აქციაზე წასვლისკენ მოუწოდებენ.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „წადი“, „საქართველოს გაუმარჯოს“.

„ჩვენ უნდა შევხვდეთ მოქალაქეებს და ვუთხრათ, რომ კვირას გვაქვს დიდი აქცია, სადაც ერთიანობა, ბევრი ადამიანის მოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ აქციიით ბიძინა ივანიშვილი უნდა მიხვდეს, რომ ხმების ქურდია და საქართველოში არჩევნების მოპარვა არავის შერჩენია და არც ბიძინა ივანიშვილს შერჩება. დარჩენილი დღეების განმავლობაში ოპოზიციის აქტივობა იქნება მაღალი, მივაწვდენთ ჩვენს ხმას ყველას და კვირას ველოდებით ყველას“,- განაცხადა ნადირაშვილმა.

დატოვე კომენტარი