ქუთაისში მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა წინასაპრემიერო პრომო აქცია მოაწყვეს
ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობის წინ სპექტაკლის ,,იქ, სადაც ჩემი სახლია“ მონაწილე მსახიობებმა Street Art-ის ჟანრში პრემიერის სახელწოდების ფერადი წარწერები გააკეთეს, რასაც გამვლელი ქუთაისელებიც შეუერთდნენ.
რეჟისორ კახა გოგიძისთვის ეს სპექტაკლი ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პირველი სარეჟისორო ნამუშევარია. პიესის ავტორია ლალი კეკელიძე.
“სპექტაკლი ყოფითი კომედიაა, რომელიც ყველა თაობის ქართულ მენტალობაზე გვიყვება, ყველა იმ სოციალურ პრობლემაზე, რომელიც ნებისმიერ ოჯახსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას რეალურად აწუხებს”,- განაცხადა პირველ არხთან რეჟისორმა კახა გოგიძემ.