ლადო მესხიშვილის თეატრის დასმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
ლადო მესხიშვილის თეატრის დასმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დასმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართა.

მსახიობებმა და თეატრის ადმინისტრაციამ სოლიდარობა გამოუცხადეს ექიმს, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ არის დაკავებული. აქციას თეატრალური საზოგადოებაც შეუერთდა.

„ვაჟა გაფრინდაშვილი არის უკანონო პატიმარი და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი მისი თავისუფლებისთვის. ხოლო საზოგადოებისთვის დღესდღეობით ნომერ პირველი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა“, – განაცხადა მსახიობმა რეზი ქაროსანიძემ.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.