ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევა ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს დილით მოხდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მეზობლების თქმით, შუახნის ქალი ერთ-ერთი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.