ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის” სამი პაციენტის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე ხვალ გახდება ცნობილი
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის” ცხელების ცენტრში სამი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან.
ორმა პაციენტმა კლინიკას თვითდინებით მიმართა, ხოლო მესამე პაციენტი სტაციონარში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. მას მშობიარობის შემდეგ ტემპერატურა დაუფიქსირდა.
პაციენტების ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ხვალ დილისთვის ელოდებიან.
ამ დრომდე კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში 200-ზე მეტი პირის ლაბორატორიული კვლევა მოხდა, მათ შორის ორსულების, თუმცა კორონავირუსი არც ერთი პირის შემთხვევაში არ დადასტურდა.