ქუთაისში, ფოტოკონკურს „ილოს“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
ქუთაისში, ფოტოკონკურს „ილოს“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

ქუთაისში, ფოტოკონკურს „ილოს“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

ქართველი ებრაელი ილო ხახიაშვილი ქუთაისში გასული საუკუნის 60-70-იან წლებში მოღვაწეობდა და მისი ფოტოსტუდია მაშინდელი ქართველი მწერლების, მსახიობებისა და მხატვრების თავშეყრის ადგილი იყო. კოლორიტ ფოტოგრაფს ქუთაისში წლების წინ ძეგლი დაუდგეს.

კონკურსი ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით მეათედ ჩატარდა.

კონკურსის გამარჯვებული ფოტოგრაფი გიორგი ჯანელიძე გახდა, რომელსაც ფულადი პრიზი და „ილოს“ ქანდაკება გადაეცა.