ქუთაისში, ე.წ კეჩის ბაზრობაზე მინის ჩამოვარდნის შედეგად სამი მოქალაქე დაშავდა
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „კეჩის ბაზრობაზე“ მინის ჩამოვარდნის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მინა ჭერიდან ჩამოვარდა და ბაზრობაზე მყოფმა მოქალაქეებმა დაზიანება ნამსხვრევებით მიიღეს.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო-დახმარების ჯგუფი და პოლიცია იმყოფებოდა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.