ქუთაისში, ე.წ კეჩის ბაზრობაზე მინის ჩამოვარდნის შედეგად სამი მოქალაქე დაშავდა

17:42, 10.07.2019

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „კეჩის ბაზრობაზე“ მინის  ჩამოვარდნის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მინა ჭერიდან ჩამოვარდა და ბაზრობაზე მყოფმა მოქალაქეებმა დაზიანება ნამსხვრევებით მიიღეს.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო-დახმარების ჯგუფი და პოლიცია იმყოფებოდა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

მსგავსი