ქუთაისში, „ბომონდის“ კლინიკაში კორონავირუსზე ექვსი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ქუთაისში, „ბომონდის“ კლინიკაში კორონავირუსზე ექვსი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში ექვს პირს იკვლევენ. პაციენტებიდან სამი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა. მათ შორის ერთი 34 კვირის ორსულია.

კვლევაზე მყოფი დანარჩენი პაციენტები იმერეთის რეგიონის მცხოვრებლები არიან. მათ ცხელების ცენტრს საკუთარი სურვილით, მაღალი ტემპერატურით მიმართეს. მოგზაურობის ისტორია არც ერთ მათგანს არ აქვს.

პაციენტებს უკვე აუღეს ანალიზები და ლაბორატორიული კვლევის შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.

ამ დროისათვის კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში გამოკვლეული 300-ზე მეტი პირიდან კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდგინდა.