ქუთაისში ბინის გაქურდვის ბრალდებით 1966 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლები ა. ა. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ასევე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინა გაქურდა.
„პოლიციამ მოპარული ნივთები: სანადირო თოფი, ჭოგრიტი, სამონადირეო დანები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ქურდობის ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, ასევე ქუთაისში 2002 წელს დაბადებული არასრულწლოვანი ლ.კ. ქუთაისში ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ამხილეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, ღამით, სუპერმარკეტ „ფემილის“ ორი ფილიალი გაქურდა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.