ქუთაისში ოთხი სასურსათო მაღაზია გაქურდეს 

11:20, 27.01.2019

ქუთაისში, მაისურაძის ქუჩაზე ოთხი სასურსათო მაღაზია გაქურდეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, სასურსათო მაღაზიებიდან წაღებულია მცირე რაოდენობით თანხა და პროდუქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ქურდობაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი იდენტიფიცირებულია.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

მსგავსი