ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გრიშაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა ქალი მართავდა, 75 წლის მამაკაცს დაეჯახა.
მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.