ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა

22:25, 19.04.2019

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გრიშაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა ქალი მართავდა, 75 წლის მამაკაცს დაეჯახა.

მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

მსგავსი