ქუთაისში, ავტომექანიკურ ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა
ქუთაისში, ავტომექანიკურ ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

ქუთაისში, ავტომექანიკურ ქარხანაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.

შემთხვევა დღეს მოხდა. ადგილზე უბედურ შემთხვევას ადასტურებენ, თუმცა კონკრეტულად რა მოხდა, აღნიშნულის განმარტებისგან თავს იკავებენ.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჩარხში მოყვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.