ქუთაისში აქციის მონაწილეებმა ვასილ კიკვიძის ძეგლს პლაკატი გადააფარეს წარწერით „საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“
ქუთაისში მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წევრებმა ვასილ კიკვიძის ძეგლს პლაკატი წარწერით „საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ გადააფარეს.
მოძრაობის წევრების თქმით, ვასილ კიკვიძის ადგილი ქუთაისში არ არის.
„სამშაბათს ოფიციალური წერილით მივმართავთ მერიას აიღოს ძეგლი, რომელიც წითელ არმიას უკავშირდება“, – განაცხადა მოძრაობის წევრმა ნიკა დეისაძემ.
კიკვიძის ძეგლი ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობის ახლოს ე.წ. კიკვიძის სკვერში დგას.