ქუთაისში აქციის მონაწილეებმა ვასილ კიკვიძის ძეგლს პლაკატი გადააფარეს წარწერით „საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“

23:55, 23.06.2019

ქუთაისში მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წევრებმა ვასილ კიკვიძის ძეგლს პლაკატი წარწერით „საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ გადააფარეს.

​მოძრაობის წევრების თქმით, ვასილ კიკვიძის ადგილი ქუთაისში არ არის.

„სამშაბათს ოფიციალური წერილით მივმართავთ მერიას აიღოს ძეგლი, რომელიც წითელ არმიას უკავშირდება“, – განაცხადა მოძრაობის წევრმა ნიკა დეისაძემ.

კიკვიძის ძეგლი ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობის ახლოს ე.წ. კიკვიძის სკვერში დგას.

მსგავსი