ქუთაისსა და თერჯოლაში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.
წვიმის შედეგად ქუთაისში, წერეთლისა და ბუკიას ქუჩებზე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. გვიან ღამით სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რის შედეგადაც წყალმა დააზიანა ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ამასთან, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ცენტრალური გზა თერჯოლაში, სადაც ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.