ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ შუამდგომლობა დააყენა, მოწმის სტატუსით დისტანციური წესით დაიკითხოს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი, ავტოტექნიკოსი დავით გველესიანი.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და დავით გველესიანი მომდევნო სხდომაზე დისტანციურად დაიკითხება.
მომავალი სასამართლო პროცესი 18 დეკემბერს 16:00 საათზე ჩაინიშნა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა, რა დროსაც მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, 26 წლის გიორგი პაპასკირი, პაპასკირის მეუღლე და მათი მეგობარი გოგონა დაიღუპნენ.