ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის შემოვლით გზაზე 2016 წელს მომხდარ ავარიაში ბრალდებული მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო.

ავტოსაგზაო შემთხვევას მორაგბის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, ნუცა კალანდარია და ანი ჩხაიძე ემსხვერპლნენ.

მომხდარის გამო, მორაგბის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს გიორგი პაპასკირის დედა.

თავად მორაგბე, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა, კომენტარს არ აკეთებს.