ქუთაისის საკრებულოს 25 დეპუტატს მანდატები გადაეცათ. დეპუტატებს მანდატები 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა გადასცა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი საკრებულოს საქმიანობა გაცილებით წარმატებული იქნება.
მეექვსე მოწვევის საკრებულოში, ათივე მაჟორიტარი დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. მმართველ პარტიას ასევე 9 პროპორციული სიით გაყვანილი დეპუტატი ჰყავს.
საკრებულოში ოთხი წევრით შევიდა „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ კი ორი წევრით არის წარმოდგენილი. საკრებულოში საერთო ჯამში ხუთი ქალია წარმოდგენილი, „ქართული ოცნებიდან“ მაია სიმონიძე, მარეხი ნიჟარაძე, ელეონორა არჩაია, ხოლო „ევროპული საქართველოდან“ საკრებულოს წევრი ნანა ქუმელაშვილი გახდა.
მანდატების გადაცემას 22 დეპუტატი ესწრებოდა.
საკრებულო მუშაობას ახალი მერის არჩევის შემდეგ შეუდგება.