ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციების ბიზნესფორუმი გაიმართა 
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციების ბიზნესფორუმი გაიმართა 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIUInnovate-ის პლატფორმის ფარგლებში, ინოვაციების ბიზნესფორუმი გაიმართა.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა ვოლფგანგ ჰერმანმა განაცხადა, ფორუმის ფარგლებში ეროვნული და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები გაეცნობიან, როგორ მუშაობს უნივერსიტეტი და როგორ ურთიერთქმედებს ეკონომიკასთან.

მისივე თქმით, მეცნიერება, ეკონომიკა და მეწარმეობა ერთმანეთს ეკუთვნის და საქართველო მომავალში უფრო დიდ გეოპოლიტიკურ როლს ითამაშებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის.

„ფორუმი მიზნად ისახავს შეტყობინების გაგზავნას, რომ ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ამ ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა.  ეროვნული და საერთაშორისო კომპანიების ბევრი წარმომადგენელი იმყოფება აქ. ისინი უნდა გაეცნონ, როგორ მუშაობს უნივერსიტეტი და როგორ ურთიერთქმედებს ეკონომიკასთან. მეცნიერება, ეკონომიკა და მეწარმეობა ერთმანეთს ეკუთვნის და შექმნის ახალ ამოცანას საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მომავალში უფრო დიდ გეოპოლიტიკურ როლს ითამაშებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის“, – განაცხადა ვოლფგანგ ჰერმანმა.