ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკრაინელ სტუდენტებს სწავლის გადასახადისგან ათავისუფლებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) უკრაინელ სტუდენტებს სწავლის გადასახადისგან ათავისუფლებს.
როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ ან წარმატებით ჩაირიცხებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სრულად დაუფინანსდებათ 2022-2023 აკადემიური წლის სწავლის გადასახადი.
მათივე ცნობით, მიმდინარე სასწავლო წელს, KIU სტუდენტებს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებს: კომპიუტერული მეცნიერება, მენეჯმენტი და მათემატიკა.
უნივერსიტეტში ჩარიცხვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია: https://www.kiu.edu.ge/eng/admission
ინფორმაცია პროგრამებთან დაკავშირებით: https://www.kiu.edu.ge/eng/programs
კითხვების შემთხვევაში, შესაძლებელია დაკავშირება უნივერსიტეტის ელფოსტაზე: [email protected] ან [email protected]