ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკრაინელ სტუდენტებს სწავლის გადასახადისგან ათავისუფლებს

01:46, 01.03.2022

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) უკრაინელ სტუდენტებს სწავლის გადასახადისგან ათავისუფლებს.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ ან წარმატებით ჩაირიცხებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სრულად დაუფინანსდებათ 2022-2023 აკადემიური წლის სწავლის გადასახადი.

მათივე ცნობით, მიმდინარე სასწავლო წელს, KIU სტუდენტებს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებს: კომპიუტერული მეცნიერება, მენეჯმენტი და მათემატიკა.

უნივერსიტეტში ჩარიცხვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია: https://www.kiu.edu.ge/eng/admission

ინფორმაცია პროგრამებთან დაკავშირებით: https://www.kiu.edu.ge/eng/programs

კითხვების შემთხვევაში, შესაძლებელია დაკავშირება უნივერსიტეტის ელფოსტაზე: [email protected] ან [email protected]

მსგავსი