ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი მგზავრებს შემოდგომიდან მოემსახურება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომელიც არსებულ ტერმინალზე ოთხჯერ დიდი იქნება, შემოდგომიდან მოემსახურება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ახალი ტერმინალის მშენებლობა დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობა.
სამუშოები „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, თამარ არჩუაძემ დაათვალიერა.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება არსებული ტერმინალის სარემონტო სამუშაოები, რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და აეროპორტს ექნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო.