ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრების რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრების რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა, – ამის შესახებ ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საბჭოს მონაცემებით, შარშან ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობამ 41.6 პროცენტით მოიმატა.
ამასთან, კვლევის თანახმად, ქუთაისის აეროპორტი მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება. ამ კატეგორიაში გაერთიანებულია აეროპორტები, რომლებიც წელიწადში 5 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან. აღნიშნულ კატეგორიაში კი, პირველ ადგილზეა ჩრდილოეთ მაკედონიის აეროპორტი ოჰრიდი.
2019 წელს საქართველოს აეროპორტები 5.2 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.