ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში სამ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა
ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს და სამივე პასუხი არის უარყოფითი, „კოვიდ-19“არც ერთს არ დაუდასტურდა.
გასული 24 საათის განმავლობაში ცხელებით სტაციონარში ორი პაციენტი შევიდა. მათი სინჯები ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია.
ამასთან, კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კვლავ ერთი პაციენტია მოთავსებული. ჰოსპიტლის დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.