ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ორ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა
ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ორ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჰოსპიტალის დირექტორმა, ირაკლი გოგინავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა.