ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი მკურნალობს
ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი მკურნალობს.
ახალგაზრდა მამაკაცი აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ზესტაფონის კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსიდან“ დადასტურებული დიაგნოზით გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს.
რეფერალურ ჰოსპიტლის დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.