ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას
ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კვლავ ერთი პაციენტია მოთავსებული.
რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა.
სტაციონარში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით პაციენტები არ მიუღიათ.