ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას

10:31, 21.05.2020

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კვლავ ერთი პაციენტია მოთავსებული.

რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

სტაციონარში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით პაციენტები არ მიუღიათ.

მსგავსი