ქუთაისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი შესაძლოა, იოსებ ხახალეიშვილი იყოს
პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი შესაძლოა, იოსებ ხახალეიშვილი იყოს.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.
იოსებ ხახალეიშვილს ამჟამად ვიცე-გუბერნატორის პოსტი უკავია.
შეგახსენებთ, მერის თანამდებობა გიორგი ჭიღვარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
აღნიშნულ პოსტზე ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დაინიშნა.