ქუთაისის ლაბორატორიაში იმერეთის, რაჭისა და სამეგრელოს რეგიონებიდან გამოკვლეულ 84 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა დღის განმავლობაში იმერეთის, რაჭისა და სამეგრელოს რეგიონებში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან 84 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გიორგიძის ინფორმაციით, ერთ პაციენტთან, რომელიც უკვე ორი დღეა, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს და ანტისხეულების ტესტის მიხედვით, „კოვიდ-19“-ის მატარებელია, დღეს PCR მეთოდით კორონავირუსი დაუდასტურდა.