ქუთაისის ლაბორატორიაში იმერეთის, რაჭისა და სამეგრელოს რეგიონებიდან გამოკვლეულ 84 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

22:39, 26.04.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა დღის განმავლობაში იმერეთის, რაჭისა და სამეგრელოს რეგიონებში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან 84 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, ერთ პაციენტთან, რომელიც უკვე ორი დღეა, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს და ანტისხეულების ტესტის მიხედვით, „კოვიდ-19“-ის მატარებელია, დღეს PCR მეთოდით კორონავირუსი დაუდასტურდა.

მსგავსი