ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 442 პირის ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 442 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ მიაწოდა.
გიორგიძის ცნობით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, კარანტინიდან გამსვლელ პირებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.