ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ კიდევ 526 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ კიდევ 526 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 526 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.

„კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაცინეტებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.

რაც შეეხება რეგიონის საკარანტინო სივრცეებს, აქამდე რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ორი საკარანტინო სივრცე მოქმედებდა. გუშინ კი, სასტუმრო „პლაზაში“ ისევ ამოქმედდა საკარანტინო ზონა, სადაც 74 პირი შეიყვანეს.

ამ დროისთვის რეგიონში საკარანტინო სივრცეში 174 პირია მოთავსებული.