ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ორსულები და დედა ორი შვილით.
ამ დროისთვის კოვიდცენტრში 100-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს შორის 11 ბავშვი და 11 ორსულია.
14 სექტემბრიდან დღემდე კოვიდცენტრში ვირუსი 150-მა პაციენტმა დაამარცხა.