ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

11:21, 18.10.2020

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ორსულები და დედა ორი შვილით.

ამ დროისთვის კოვიდცენტრში 100-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს შორის 11 ბავშვი და 11 ორსულია.

14 სექტემბრიდან დღემდე კოვიდცენტრში ვირუსი 150-მა პაციენტმა დაამარცხა.

მსგავსი