ქუთაისის ინფექციურში სამი პაციენტისთვის კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და სამივე უარყოფითია, – ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად კიდევ ხუთი ანალიზის პასუხს ელოდებიან.
„ღამის საათებში კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ხუთი ახალი პაციენტი შეიყვანეს. მათ უკვე აუღეს ანალიზები და პასუხები საღამოს გახდება ცნობილი“, – განაცხადა თეიმურაზ ნადირაძემ.