ქუთაისის ინფექციურში საკარანტინო სივრცეებიდან გადაყვანილ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ქუთაისის ინფექციურში საკარანტინო სივრცეებიდან გადაყვანილ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საკარანტინო სივრცეებიდან გადაყვანილ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ანალიზების პასუხები რამდენიმე წუთის წინ მიიღეს და სამივე უარყოფითია.

ნადირაძის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მსუბუქი, ორის კი საშუალო სიმძიმისაა.