ქუთაისის ინფექციურში ორი პაციენტისთვის კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა
ქუთაისის ინფექციურში ორი პაციენტისთვის კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ლაბორატორიიდან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული ორი პაციენტის ანალიზების პასუხები მიიღეს და ორივე უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

ლაბორატორიიდან კიდევ ერთი პაციენტის ტესტის პასუხს ელიან. ასევე, კლინიკაში სამი ახალი პაციენტი მოათავსეს. პაციენტები საჭიროების მიხედვით ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული. მათ დღის ბოლომდე აუღებენ შესაბამის ანალიზებს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნიან.