ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ მიუღიათ.