ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ხუთი პაციენტის კვლევის შედეგები ცნობილია და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიდან კორონავირუსზე კვლევების პასუხები მიიღეს.
კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, ხუთი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა.
ექიმის თქმით, პაციენტებს სეზონური ვირუსი აქვთ.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
საქართველოს ხუთივე მოქალაქე იტალიიდან ახლახანს დაბრუნდა.