ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის შემთხვევაში კი ანალიზების პასუხს ელოდებიან.
კლინიკაში ამ დროისთვის კიდევ ექვსი პაციენტია მოთავსებული.
სამი მოქალაქე კლინიკაში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს.
მათ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ.
პაციენტებს შორისაა წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან გადმოყვანილი ორი მოქალაქე და ერთი „ევექსის“ კლინიკის პაციენტი, რომელსაც პნევმონია აღენიშნება.
მას უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
ისინი ბოქსირებულ და ნახევრად ბოქსირებულ განყოფილებებში იმყოფებიან.