ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან ახალ კორონავირუსზე ოთხი პაციენტის კვლევის პასუხი მიიღეს და ოთხივე უარყოფითია, მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, საავადმყოფოში დღეს სხვა ახალი პაციენტები არ მიუღიათ.
ამასთან, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი არის მოთავსებული. ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მკურნალობას განაგრძობენ.