ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. პაციენტი ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
ამასთან, კლინიკაში ლაბორატორიიდან ერთი საკვლევი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს, რომელიც უარყოფითია.
კლინიკაში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით ხუთი პაციენტია მოთავსებული. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კლინიკიდან 35 გამოჯანმრთელებულია გაწერილი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 626 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 297 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა ათი პაციენტი.