ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან სამი პაციენტი გაეწერა, მათ შორის სიმსივნის დიაგნოზის მქონე 73 წლის მამაკაცი
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი გაეწერა. მათ შორის არის სიმსივნის დიაგნოზის მქონე 73 წლის მამაკაცი. მეორე პაციენტი ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნება, მესამე კი ე.წ. ვანის კლასტერს.
კლინიკაში „კოვიდ-19“ დიაგნოზით 23 პაციენტია მოთავსებული.
მათგან სამი სტაციონარში დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან შეიყვანეს.