ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მედპერსონალი კოვიდინფიცირებულების გარდა, მოზრდილთა და ბავშვთა ინფექციების მიმართულებითაც იმუშავებს.
საავადმყოფოში ამ დროისთვის „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ოთხი პაციენტი მკურნალობს.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.